понедельник, 16 марта 2015 г.

                                                    ტრენინგის მე-9 დღე
პრეზენტაციის დღეა. ვუსმენთ ,განვიხილავთ ერთმანეთის ნაშრომებს.გვაქვს შეკითხვები, პასუხები. პრეზენტაციის შემდეგ როენა გვასაჩუქრებს.ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა ტრენინგები.ეხლა კი გული მწყდება. ბევრი რამ ვისწავლე, გავიგე.აუცილებლად გამოვიყენებ გაკვეთილის  პროცესში იმ ცოდნას რაც შევიძინე. მომენატრება თქვენი გაკვეთილები გვანცა მასწავლებელო.

суббота, 14 марта 2015 г.



                                                     ტრენინგის-მე 8 დღე
გავეცანი ფასილიტაციის ტექნოლოგიებს.გავიგე რომ ყველა შაბლონი ფასილიტაციის ნიმუშია ე.ი.გზამკვლევია. შესაძლებელი ყოფილა მზა ნიმუშების გამოყენება გაკვეთილებზე. გავიგე როგორ უნდა ავტვირთო მასალა და მოვათავსო პაპკაში.                    მჯერა რომ ტრენინგების შემდეგ სადღაც მაინც გადაიკვეთება ჩვენი გზები. მომწონხართ როგორც  ადამიანი, ტრენერი,ქალბატონი.

воскресенье, 8 марта 2015 г.

                                                    ტრენინგის მე-7 დღე
გავეცანი მე-  5 მოდულს. გავიგე რა განსხვავებაა რუბრიკასა და ჩეკლისტის შორის. რომელ ინდიკატორებზე და კრიტერიუმებზე გავამახვილო ყურადღება. რამდენად აუცილებელია უკუკავშირი მოსწავლეებთან.ბევრი საინტერესო და საჭირო რამ ვისწავლე.

суббота, 7 марта 2015 г.

                                                  ტრენინგის მე-6 დღე
დღეს ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნის შესახებ.ბევრი რამ ბუნდოვანი იყო.მინიშნების შემდეგ ბევრი რამ გავიხსენე,ბევრი რამე კი ვისწავლე. ეს ყველაფერი გამომადგება  დავალების შესრულებაში.იმედია თავის მოყრას შევძლებ.

воскресенье, 1 марта 2015 г.

                                                    ტრენინგის მე-5 დღე
გავეცანი,გავიგე,დავიღალე. გავიგე როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები.ვისაუბრეთ სწრაფი კავშირების დამყარების შესაძლებლობის მომცემ ინტერნეტზე,ვისაუბრეთ უკუკავშირის მიღებაზე.  მივიღე მითითებები,შენიშვნები შაბლონთან დაკავშირებით , რაც აუცილებლად დამეხმარება პროექტზე მუშაობაში.იმედი მაქვს თანდათან ყველაფერს ნათალი მოეფინება.

суббота, 21 февраля 2015 г.

           

                                                    მეცადინეობის მეოთხე დღე.                                                                 გავეცანით პროექტის შაბლონს. დავსახეთ მიზნები, ამოცანები; შეფასების სქემას,თუ რა უნდა გავაკეთოთ პროექტის დასაწყისში, პროცესში და დასასრულს. თუ როგორ გამოვიყენოთ შეფასების ფორმები.რა მეთოდებს და ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ მოსწავლეთა ხარისხის, მათი უნარ-ჩვევების გამოსავლენად და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშესაწყობათ.    
როგორც იქნა რაღაც შევიდა თავში.უიმედოდ არა ვარ.    

воскресенье, 15 февраля 2015 г.

           ტრენინგის მე-3 დღე
   
 გავეცანით მეორე მოდულს თავისი ქვეტექსტებით: ''პროექტის გეგმის შაბლონი''. თავიდან თითქოს და ყველაფერი გასაგები იყო,მაგრამ რომ დავიწყე პროექტის შინაარსობრივ მხარეზე,თემატურზე და ზოგად საკითხებზე ფიქრი-გავჭედე.მგონია,რომ სახლში მოდულებს თუ კარგად წავიკითხავ და გავიხსენებ დღეს, კოლეგების მიერ განხილულ სხვა საკითხებს შედეგს აუცილებლად მივაღწევ.

суббота, 14 февраля 2015 г.

                                                   Treningis  meore dge


Gavecani  resursebidan portvelios cheklistes da portvelios rubrikas.Teqnologiebis gamoyeneba gakvetilebze  problemad ki ar unda iqces aramed shedegze orientirebuli unda iyos.
Gavecanit wordshi  suratebis da fotoebis chasmas da moshlas.Viswavlet satauris shecvla da axalis chawera.